ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფრანგეთში ქართველების დაკავების ფაქტი დასტურდება

2 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 123

საფრანგეთში ქართველების დაკავების ფაქტი დასტურდება

მოსალოდნელია სხვა პირების დაკავებაც.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე – დელონე ადასტურებს საფრანგეთში ქართველების დაკავების ფაქტს, თუმცა რაოდენობასა და სხვა დეტალებზე საუბრისაგან გამოძიების მიმდინარეობის გამო თავს იკავებს. „ვერ დავადასტურებ, რომ 33-ვე არის ქართველი, გამორიცხული არა მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. ამ ეტაპზე დეტალები არ ხმაურდება“, -განაცხადა ეკა სირაძე – დელონემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ საქართველოდან ჩასული 33 პირი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

“ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე”, – განაცხადა ქალაქ ნანსის სპეციალიზებული რეგიონთაშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა.

როგორც “ფრანსპრესი” იუწყება, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი ლა-როშელის რაიონში დააკავა, 22 პირი კი – სტრასბურგში. მოსალოდნელია სხვა პირების დაკავებაც.

თეგები: დაკავებაეკა სირაძე დელონესაფრანგეთში ქართველები