ივნისი 2, 2015

სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსი 15 ლოტზე მიმდინარეობდა. გამარჯვებული 5 ლოტზე გამოვლინდა. დარჩენილ ლოტებზე კონკურსი თავიდან ცხადდება. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსხურის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი კონკურსის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ნებართვის მაძიებლებს დოკუმენტაცია სრულად არ ჰქონდათ წარდგენილი. „იყო შემთხვევა, როცა მანქანის პასპორტიც კი არ იყო წარმოდგენილი. საჭირო საბუთები ან ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ჰქონდათ. კონკურსი თვიდან უკვე გამოცხადებულია და შევეცდებით მისი ჩაშლის რისკები მაქსიმალურად შევამციროთ“,- განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

ვიდრე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძველ ხაზებზე თანამშრომლები ჩვეულებრივად იმუშავებენ. ნებართვის მაძიებლებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენა ხელახლა მოუწევთ. სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსი 22 ივნისს ჩატარდება.