შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყაზახეთიდან ტურისტები საირმეში ჩამოვლენ

3 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 28

ყაზახეთიდან ტურისტები საირმეში ჩამოვლენ

ყაზახეთიდან ქუთაისში დამატებით ჩარტერული რეისები დაინიშნა.

საქართველოში, 7 ივნისიდან ყაზახეთის ავიაკომპანია “Bek Air” საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას დაიწყებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქებიდან – აქტაუ და ატირაუ.
ფრენა მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
“აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე იქნება კურორტი საირმე”, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: ipn.ge

თეგები: ავიაკომპანიასაირმეტურისტები