შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ პროსტიტუციისთვის ორი პირი დააკავა (ვიდეო)

7 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 43

შსს-მ პროსტიტუციისთვის ორი პირი დააკავა (ვიდეო)

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში 5 პირი მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

თეგები: აჭარაგამოძიებაპროსტიტუცია