შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უმრავლესობა მთის მინისტრის პოსტის შემოღებას ითხოვს

10 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 27

უმრავლესობა მთის მინისტრის პოსტის შემოღებას ითხოვს

მთავრობასთან კონსულტაცია მიმდინარეობს.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი თანამდებობა გაჩნდეს. უმრავლესობა მთის მინისტრის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდის. მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და კოსულტაცია მთავრობასთან მინდინარეობს: “უმრავლესობაში ჩამოყალიბდა ასეთი აზრი, რომ შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონების აღსრულებას, მთის რეგიონების ხელშეწყობას, სხვადასხვა უწყებების კოორდინირებას. პირველივე მოსმენაზე ამ საკითხს დავაყენებთ. შეიქმნას მთის სამინისტრო, რომელიც დაკავებული იქნება მთის რეგიონების განვითარებით“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

თეგები: მთის მინისტრიოპოზიციაუმრავლესობა