ივნისი 12, 2015

პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატიმრების შეწყალების აქტს ხელი დღეს დილით მოაწერა. მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან საპატიმროს 180 ადამიანი დატოვებს. მათ შორის 10 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. სასჯელი შეუმცირდა 46 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.

შეწყალება ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შეეხო. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 1-დან 6 ივნისამდე და მან 1 329 პირის საქმე განიხილა .