შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წარმატებულ აბიტურიენტებს შორის ქუთაისელი მარიკა გურგენიძეა

29 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 35

წარმატებულ აბიტურიენტებს შორის ქუთაისელი მარიკა გურგენიძეა

მან მაქსიმუმის მიღწევა ორ გამოცდაში მოახერხა.

იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები დააგროვეს, ქუთაისელი მარიკა გურგენიძეა. მან მაქსიმუმის მიღწევა ორ გამოცდაში მოახერხა. უცხო ენაში 100-დან 100 ქულა, მატემატიკაში 59 -დან 59 ქულა მიიღო.

„კარგ ქულებს ველოდი, მაგრამ მაქსიმალურს- არა ორ მაქსიმალური ქულა იშვიათია“,- განუცხადა მარიკა გურგენიძემ ტვ “იმედს”.

ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გვანცა მაისურაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მან 80 კითხვიდან ყველას უპასუხა. ის იურისტის პროფესიას დაეუფლება. 4 სხვადასხვა გამოცხაში ყველაზე ნაკლები შეცდომა დათო სოსელიას ქონდა. სოსელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია, მან კომპიუტერის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლა აირჩია.

სხვა წარმატებული აბიტურიენტების შესახებ, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ცნობები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
წელს 40 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასი გახდა.

წყარო: ტვ “იმედი”

თეგები: მარიკა გურგენიძექუთაისელიწარმატებული