ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთებს აგროვებენ

15 ივნისი, 2015 • ნესტა ჩაგელიშვილი • 23

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთებს აგროვებენ

ნივთების შეგროვება ქუთაისის მერიაში 17 საათამდე გაგრძელდება.

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში პირველადი მოხმარების ნივთების და ტანსაცმლის შეგროვება მიმდინარეობს. მოქალაქეებს შესაძლოებლობ აქვთ ნივთები მერიის შენობაში მიიტანონ. აქციას ადგილობრივი თვითმმართველობაც უერთდება.

მერიაში ნივთების შეგროვება 17 საათამდე გაგრძელდება. დღის ბოლოს კი შეგროვებული პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისში გაიგზავნება.

დღესვე ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებდად თეთრ ხიდზე სამგლოვიარო აქცია გაიმართება.

თეგები: აქციათბილისიქუთაისი