ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 28

თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

13 ივნისს, ღამით თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

თეგები: თბილისინალექისტიქია