ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისიდან სტიქიით დაზარებულთათვის ტვირთი ჩაიტანეს (ვიდეო)

16 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

ქუთაისიდან სტიქიით დაზარებულთათვის ტვირთი ჩაიტანეს (ვიდეო)

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადარიცხვაც დაიწყება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს. აღნიშნული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა, რომელიც რაიონში დაზარალებულ 300-მდე ადამიანს დაურიგდება.

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისიდან ჩატანილია საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ. მისი განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დახმარება ერთჯერადი არ იქნება და თბილისს იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს დღეებში დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადარიცხვაც დაიწყება.

თეგები: დახმარებასტიქიაქუთაისი