პრემიერ მინისტრის თქმით, ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც თავად უხელმძღანელებს. “ამ ხეობის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად სახელმწიფო იწყებს ძირეული პროგრამის განხორციელებას, რომ ასეთი კატასტროფა აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა რისკების მინიმუმამდე დაყვანა”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თანათავმჯდომარე ქალაქის მერი, დავით ნარმანია, კომისიის წევრები კი მინისტრები იქნებიან. “უნდა შევიმუშაოთ სწორი პოლიტიკა, შედგეს სტიქიით დაზიანებული საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი და შემდეგ მშენებლობის გეგმა, უნდა უზრუნველყოთ ზარალის ანაზღაურების დაგეგმვა და კოორდინაცია. ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს”- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი სპეციალურ კომისიას ქმნის
17 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 23
ვერეს ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილ კომისიას პრემიერი თავად უხელმძღვანელებს.
თეგები: ზოოპარკი • ირაკლი ღარიბაშვილი • კომისია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები