ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამშობიარო სახლის თანამშრომლები დააკავეს

18 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამშობიარო სახლის თანამშრომლები დააკავეს

კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ.

ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე “რუსთავის სამშობიარო სახლის“ თანამშრომლები დააკავეს. დაკავებულია სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მონაწილე 6 ადამიანი. ბრალდებულები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ. გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი. გამოძიება გრძელდება.

თეგები: ბავშვებიგაყიდვარუსთავი