ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პატრიარქმა მრავალშვილიან ოჯახს ბინა აჩუქა

19 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 62

პატრიარქმა  მრავალშვილიან ოჯახს ბინა აჩუქა

ენუქიძეების მრავალშვილიანი ოჯახს სტიქიის დროს ოჯახის უფროსი დაეღუპა.

საქართველოს საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა. ოჯახი წყნეთის ხევში ცხოვრობდა და სტიქიის დროს ოჯახის უფროსი დაეღუპა.
პატრიარქის თქმით, არის ერთი ცნობილი ოჯახი, ჯულიეტა ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილიც აქ ცხოვრობს. მან საპატრიარქოს საჩუქრად ბინა გადასცა, საპატრიარქომ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს. ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტზე. “მე მოხარული ვარ, რომ ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ თავშესაფარი. ჩვენმა დედებმა ასევე მოამზადეს ხუთი კომპლექტი ლოგინი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად. პირველი ხარჯებისთვის მოგიმზადეთ 1000 ლარის სახარჯო ფული”, – მიმართა პატრიარქმა ოჯახის წევრებს.
ილია მეორეს თხოვნით ენუქიძეების ოჯახს გასაღები პრემიერ-მინისტრმა გადასცა.

თეგები: ბინა აჩუქაპატრიარქისტიქია