ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

21 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 26

მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილიდან პარალიზებულია. მერია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილიდან პარალიზებულია. 50-მდე სამარშუტო ტაქსის მძღოლია გაფიცული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მათი თქმით, გაფიცვის მიზეზი კონკურსის ვადების გადაწევის მოთხოვნაა. “ყველა ხაზი გაფიცულია. უთავბოლო მთავრობის ბრალია ეს ყველაფერი. ამდენ ადამიანს უმუშევარს გვტოვებს. ოჯახს მშიერ-მწყურვალს გვიტოვებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხი ასეთია – “თქვენ წადით და მოვა სხვაო” . 19-20 ათასი ლარი ბანკში ვალი გვაქვს და სად გვიშვებენ, რა უნდა ვქნათ?! ჩვენზე ფიქრობს ვინმე ?! აქციას გავაგრძელებთ, ვიდრე მერიიდან არ მივიღებთ ნორმალურ პასუხს”,- განაცხადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ავთო დაშნიანმა.
მერია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

თეგები: გაფიცვატრანსპორტიქუთაისი