ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

21 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლთა გაფიცულმა ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა . ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მათი განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ მათ განუმარტა კონკურსის პირობები და დარწმუნდნენ, რომ ყველა პროცესი გამჭირვალედ ჩაივლის.
გაფიცულები ასევე აცხადებდნენ, რომ აპირებენ ხვალინდელ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
თავის მხრივ, ადგილობრივ მთავრობაში განმარტეს, რომ საკონკურსო პირობები არ შეცვლილა და კონკურსი ჩაივლის ღიად და გამჭირვალედ, სწორედ ისე, როგორც წინა ეტაპი წარიმართა. ამ დროისათვის ყველა მიკროავტობუსის მძღოლი სამუშაოს დაუბრუნდა.

თეგები: მერიატრანსპორტიქუთაისი