ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია

22 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 62

ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია

გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ჩამოვიდა. ტესტები ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის სამმართველოებში გადაიტანეს. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდებათ. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას რეგიონებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. საგამოცდო ტესტები ბრიტანულმა კომპანიამ ”სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

თეგები: გამოცდებიეროვნული გამოცდებისტუდენტები