ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოშია

22 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 68

ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოშია

დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო არ ჩატარდა.

ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოშია. ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო. პატივი მიაგეს თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულებს.
ოლიმპიური ცეცხლს წყალტუბოში იმერეთის გუბერნატორი დახვდა. “ოლიმპიური ცეცხლი ხვალ ქუთაისში შემოვა. ცოტა გულდაწყვეტილები ვართ, რომ იმერეთს დატოვებს ოლიმპიური ცეცხლი. ყველა სპორტსმენს ვუსურვებ წარმატებას”,- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. წყალტუბოში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო არ ჩატარდა, მხოლოდ ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა.

თეგები: გივი ჭიჭინაძეოლიმპიური ცეცხლისტიქია