ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საზღვაო ბანაკისათვის ქუთაისის მერია 30 000 ლარს დახარჯავს

23 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საზღვაო ბანაკისათვის ქუთაისის მერია 30 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების, სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტებზე დასასვენებლად 30 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია შავი ზღვისპირეთის კურორტებზე, საზაფხულო ბანაკის მოწყობის მომსახურება ორ ეტაპად განახორციელოს. ჯამში ბანაკში 140 წარმატებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი დაისვენებს.

სატენდერო პირობებით მიმწოდებელი ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულოს.

წინადადებების მიღება 26 ივნისს სრულდება.

თეგები: მერიაქუთაისიშავი ზღვა