ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კულტურის ააიპის უფროსად ელისო ქაროსანიძე დაინიშნა

24 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 2

კულტურის ააიპის უფროსად ელისო ქაროსანიძე დაინიშნა

ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებათის უფროსად ელისო ქაროსანიძე დაინიშნა. გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ლადო პატარიძე კი მის მოადგილედ გადაიყვანეს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ხელმღვანელის ეკა მამისეიშვილის განმარტებით, “მოხდა ააიპის ხელმღვანელის პროფესიის მიხედვით შერჩევა. ელისო ქაროსანიძე ხელოვანია, ლადო პატარიძე კი კარგი მენეჯერი, ამიტომაც ის გაერთიანებაში მოადგილედ დარჩება”.

აქამდე ელისო ქაროსანიძე ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ თვეში ვრცელდებოდა.

თეგები: ელისო ქაროსანიძეკულტურის ააიპილადო პატარიძე