სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2010-2014 წლებში უცხოეთში საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული

24 ივნისი, 2015 • ირინა მაკარიძე • 1

2010-2014 წლებში უცხოეთში საქართველოს  3 715 მოქალაქეა დაკავებული

2010-2014 წლებში უცხოეთში ჩადენილი სამართალდარღვევების გამო, საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს. ორგანიზაციამ მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტოდან გამოითხოვა. ირკვევა, რომ 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. ამასთან 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს.

2014 წლიდან კი კლების ტენდენცია შეინიშნება. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე”, – აღნიშნულია კვლევაში.
2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე.
“საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება – 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე.

თეგები: IDFIდაკავება უცხოეთშიდეპოტრატია