სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქვეითების დაჯარიმებაში შსს უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

24 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქვეითების  დაჯარიმებაში შსს უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტზე “ნიუპრესი” შსს-ს პრესამსახურის წარმომადგენელს, ნინო ცხადაძეს ესაუბრა. როგორც ცხადაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, აღნიშნული მუხლი რამდენიმე წელია, რაც ფუნქციონირებს, რომლითაც ფეხით მოსიარულეებს გზის არასწორად გადაკვეთის გამო აჯარიმებენ.

“ადმინისტრაციული სამართალდამცევის ეს მუხლი ყოველთვის მუშაობდა და საპატრულო პოლიციაც აღნიშნული მუხლით აჯარიმებდა ადამიანებს. აქ, რაიმე სიახლე არ არის”,-აღნიშნა შსს პრესამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ.

შეგახსენებთ, ფეხით მოსიარულეებს გზის არასწორად გადაკვეთის გამო 10 ლარით აჯარიმებენ, მძღოლები კი, რომლებიც ზებრა გადასასვლელებზე მოქალაეებს გზას არ უთმობენ, 20 ლარით ჯარიმდებიან.

თეგები: პატრულიქვეითიჯარიმა