ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონიერებას დროებითი კომისია გაუწევს მონიტორინგს

25 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 27

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონიერებას დროებითი კომისია გაუწევს მონიტორინგს

კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესს დააკვირდება.
მათივე განმარტებით, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა თავად გენერალურ აუდიტორს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის გარდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის რეგულირების სხვა საკითხებიც იქნა განხილული.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: არასამთავრობოებიარჩევნებიმონოტორინგიპოლიტიკა