შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე?

28 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 32

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე?

“ნიუპრესი” პაატა ნადირაძის ქონებრივი დეკლარაცია.

“ნიუპრესი” აგრძელებს ადგილობრივ ჩინოვნიკთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას. ამჯერად იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პაატა ნადირაძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
ნადირაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში – გარე კახეთის 3, ფართობი – 106.00 კვ.მ. მისი მეუღლის ეკატერინე ფორჩხიძის სახელზე გაფორმებულია კიდევ ერთი ბინა, ასევე თბილისში. (ვარკეთილი. ფართობი – 71.00 კვ.მ) გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილის საკუთრებაშია სახლი ჭიათურაში. ასევე მიწის ნაკვეთები ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, ფართობი – 1000.00 კვ.მ და ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში, ფართობი – 375.00 კვ.მ.
მეუღლის, ეკატერინე ფორჩხიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა toiyta rav4 2005 წ. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, პაატა ნადირაძის სახელზეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „რიკო კრედიტი“ ფასიანი ქაღალდი თამასუქი 63000.00 USD 1 ოდენობით.
პაარა ნადირაძე იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის მოადგილედ 2015 წლის მარტში დაინიშნა. დეკლარაცია კი შევსებულია 2015 წლის 7 მაისს. მასში არაფერია ნათქვამი ვიცე-გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურებაზე.

თეგები: იმერეთიპაატა ნადირაძექონება