საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა სირიაში ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს. პანკისის ხეობაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა 6 თვის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სირიაში. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. იგი საქართველოს მე-4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
29 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 36
პანკისელი ახალგაზრდა ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდა.
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები