ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჩაის სექტორის რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს

1 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ქუთაისში ჩაის სექტორის  რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს

ქუთაისში, სასტუმრო ” ბაგრატი1003″-ში “ENPARD საქართველო და მისი პარტნიორების” ორგანიზებით ჩაის სექტორის პირველი რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ევროკავშირის წარმომალდგენელმა და სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ სფეროს 3 მიმართულებით დაეხმარება: ” ჩაის სფერო დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. ჩვენ მას მხარს 3 მიმართულებით დავუჭერთ. პირველი, ესაა თანხის გამოყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებისთვის, მეორე -საკონსულტაციო ცენტრებისათვის 59 მუნიციპალიტეტში, მესამე- კოოპერატივების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის. წარმატებული კოოპერატივების დახმარება ტექნიკურად”;- განაცხადა ხუან ეჩანოვემ.
ფორუმზე ქართული ჩაის კომპანიებს თავიანთი პროდუქტი აქვთ წარმოდგენილი.

თეგები: სოფლის მეურნეობაჩაიხუან ეჩანოვე