სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ”

4 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

“ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ”

“ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლი”, “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ”, – ამ ფრაზებით სახელოსნომ “პრაქსისი” შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან აქცია გამართა.

“ზრუნვა და არა დასჯა” – აცხადებენ აქციის წევრები. ისინი ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას გმობენ.

“საქმე აღძრულია თვითმკვლელობამლე მიყვანის მუხლით. ჩვენ ვითხოვთ მის გადაკვალიფიცირებას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ასევე უნდა გაუქმდეს იძულებითი ნარკოტესტის პრაქტიკა”,- განაცხადა “პრაქისის” წევრმა გივი ავალიანმა.

სახელოსნო “პრაქსისი” აქციას ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გამართავს.

თეგები: გივი ავალიანილევან აბზიანიძეპრაქსისი