სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

4 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

უმუშევრობის შემცირების და მოქალაქეთა დასაქმების მიზნით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მოსახურეობის სააგენტოსთან ერთად უწევს. დასაქმების რიგით მეორე ფორუმი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა. ფორუმში სამუშაოს მაძიებლების გარდა მოწვეული არიან სხვადასხვა სექტორში მოღვაწე მსხვილი და საშუალო დამსაქმებლები როგორც ქუთაისიდან, ასევე დედაქალაქიდან. შეხვედრაზე დამსაქმებლებს ასევე იმერეთის ახლომდებარე რაიონებიდან ელოდებიან.
დასაქმების მსურველებისათვის ფორუმზე მოსახვედრად წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილების მსურველები უნდა შევიდნენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ვებ- გვერდზე ssa.gov.ge.
რეგისტრაცია 29 ივნისს დაიწყო და 9 ივლისამდე გაგრძელდება. ფორუმში მონაწილეობა უფასოა.

თეგები: დასაქმებაფორუმიქუთაისი