ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“წინწკილას” პერსონაჟები ქუთაისის სცენაზე გამოჩნდებიან

7 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“წინწკილას” პერსონაჟები ქუთაისის სცენაზე გამოჩნდებიან

16 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრს მასპინძლობს. “იმერული რეკვიემი” – ასე ჰქვია თანამედროვე ქართველი დრამატურგის – რეზო კლდიაშვილის პიესას, რომელიც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა. კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან, პოლიტიკური ელფერით და იმერული პეწით გაჯერებული დიალოგები და შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ “მუდმივად არეულ ქვეყანაში ” დალაგებული ცხოვრებისა.

“თუ მკითხავთ პიესა ”იმერული რეკვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ – ჩვენზეა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ ”რაღაცას”… ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან… ”მაპს”, ”ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში, რაც ხდება სპექტაკლს რომ ნახავთ მაშინ გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა ”იმერული რეკვიემი”.–აღნიშნავს რეზო კლდიაშვილი.

თეგები: თეატრიმესხიშვილიქუთაისი