ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებს 250 ათასი ლარი დაემატა

10 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებს  250 ათასი ლარი დაემატა

ბაღებისათვის 250 ათასი ლარი გამოიყოფა,- ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ განაცხადა. ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების ცვლილებებს განიხილავენ.

“250 ათასი ლარი ბაღების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენება. ახალ სასწავლო წელს ბაღები ახალი ინვენტარით შეხვდება”, – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

ბიუჯეტში ცვლილებები სხვა მიმართულებების მხრივაც განხორციელდა. 40 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა. საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” კი 70 ათასი ლარი. ეკონომიკიდან ტურიზმის სფეროში 15 ათასი ლარი გადავიდა. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში 1მლნ 200 ატასი ლარის ცვლილება შევიდა. ქუთაისის ბიუჯეტის საერთო მოცულობა, კოტე ქავთარაძის თქმით, 70 მილიონ ლარს შეადგენს.

თეგები: ბიუჯეტიკოტე ქავთარაძექუთაისის საკრებულო