შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“C ჰეპატიტზე” გამოკვლევის ხარჯების ნაწილს ქუთაისის მერია დააფინანსებს

10 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 31

“C ჰეპატიტზე” გამოკვლევის ხარჯების ნაწილს ქუთაისის მერია დააფინანსებს

სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთა ქულაც 70 ათასზე ნაკლებია, “C ჰეპატიტის” გამოკველევებს უფასოდ ჩაიტარებენ.

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ის ადამიანები, რომელთა ქულაც 70 ათასზე ნაკლებია “C ჰეპატიტის” ელიმინაციის პროგრამაში უფასოდ ჩაერთვებიან.
ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის პროგრამას 40 ათასი ლარი დაემატა: “70 ათას ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს, მათ სახელმწიფო კვლევისათვის 70 პროცენტს უფინასებს, 30 პროცენტს თავად იხდიან. მაგრამ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო 40 ათასი ლარი და ეს ადამიანები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ კვლევას, ხოლო მედიკამენტები ისედაც უფასოა,”- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ნადირაძემ.

თეგები: ელიმინაციაქუთაისიც ჰეპატიტი