სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მესამედ გაიმართება

11 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მესამედ  გაიმართება

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მოსაპოვებლად მესამედ გამოცხადებული კონკურსი 16 ივლისს გაიმართება. კონკურსი ამ ჯერზე ორ ლოტზეა გამოცხადებული.

10 ლოტზე გამოცხადებული კონკურსი მხოლოდ რვა ლოტზე შედგა, დანარჩენმა კონკურსანტებმა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლეს.

გამარჯვებული კომპანიების მიკროავტობუსებში „ჯიპიეს“ კონტროლის დაწესება მოხდება, რაც მომსახურების გრაფიკისა დას სხვა სერვისების მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოები აგვისტოში დაიწყება და ჯამში 230 სამარშუტო ტაქსში დამონტაჟდება.

თეგები: კონტროლიმიკროავტობუსიქუთაისი