ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ემელის” მარკის ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და რესტორანი “ძველი ქალაქი” წინ, ბორდიურზე ავარდა. როგორც თვითმხილველებმა “ნიუპრესს” განუცხადეს, დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ასევე ღამის განათების 6 ბოძი. “საჭესთან 17 წლის ახალგაზრდა იჯდა. მაღალი სიჩქარის გამო საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ზედიზედ 6 ბოძი მოთხარა. ასევე რესტორანთან გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანებიც დაამტვრია. დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს”,- განაცხადა თვითმხილველმა მადონა კვანტალიანმა. შსს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მსუბუქ კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ავტომანქანა დაზიანდა
12 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ავარია • დაშავბული • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები