30 ივლისს მესხიშვილის თეატრი სეზონს დახურავს. თეატრის დიდ სცენაზე მსახიობები ბილი უაილდერის პიესის, “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოგიდგენენ. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე. “სპექტაკლი საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 13 ივნისს, თბილისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში. როგორც ყოველთვის ახლაც ველოდებით ერთგულ მაყურებელს”, – განაცხადა თეატრის სახოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ქაჯაიამ.
ლადო მესხიშვილის თეატრის სეზონს 27 სექტემბერს განაახლებს.
მესხიშვილის თეატრი სეზონს 30 ივლისს დახურავს
15 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: მესხიშვილის თეატრი • ქუთაისის თეატრი • ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები