ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრი ხანძარს უვნებლად გადაურჩა

17 ივლისი, 2015 • ირინა მაკარიძე • 1

მესხიშვილის თეატრი ხანძარს უვნებლად გადაურჩა

მესხიშვილის თეატრის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა. შენობასთან სახანძრო – სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მივიდა.
თეატრის ტექნიკური მენეჯერის, გიორგი ფუთურიძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანი არ იქნება: “ცეცხლი გაჩნდა შენობის ერთ ოთახში, რომელსაც საკუჭნაოდ ვიყენებდით. იქ იყო უსარგებლო, რემონტის დროს მორჩენილი ნივთები. ამ ოთახში ღირებული არაფერი ინახებოდა. საბედნიეროდ, ხანძარი დროულად ჩააქრეს”,-განუცხადა ფუთურიძემ “ნიუპრესს”.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამის დადგენას გამოძიება შეეცდება.

თეგები: თეატრიქუთაისიხანძარი