კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტმა “მთის კანონი” დაამტკიცა

17 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 44

პარლამენტმა “მთის კანონი” დაამტკიცა

კანონი ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.

პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

კანონპროექტის თანახმად, მთის მოსახლეობა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს. მათ შორის იქნება პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ით გაზრდა, ასევე დანამატები მოსახლეობისთვის.

იგეგმება საშემოსავლო გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლებაც. საერთო ჯამში, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 60 მილიონი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

თეგები: მთაპარლამენტიპენსია