ხონში კარანტინი არ მოხსნილა. სოფელ ზედა გუბში, ჯილეხის შემთხვევა დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა. სეს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ფიქრია ჭლიკაძის თქმით, პირუტყვის აცრაზე მოქალაქემ უარი განაცხადა, რის გამოც კარანტინი არ მოუხნიათ. “დაავადების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. თუმცა ერთმა მოქალაქემ უარი განაცხადა პირუტყვის აცრაზე, რის გამოცა გადავწყვიტეთ, კარანტინი არ მოგვეხსნა. მივმართეთ გამგეობას და პოლიციას, რომ დაგვეხმარონ ამ საკითხის მოგვარებაში. მოგეხსენებათ, ვაქცინაციაზე უარის თქმა ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ დაჯარიმება ვერ ხსნის დაავადების გამოვლენის პრობლემას, ამიტომ აუცილებელია აიცრას პირუტყვი. თუ დაავადება გამოვლინდა, ჩვენ დაგვადანაშაულებენ უყურადღებობაში. კარანტინს მას შემდეგ მოვხსნით, რაც ყველა პირუტყვი აიცრება”,- განუცხადა “ნიუპრესს” ფიქრია ჭლიკაძემ. ვაქციანციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსახლეობას რამდენჯერმე აფრთხილებენ, შემდეგ კი აჯარიმებენ. აცრის თავიდან არიდების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
ხონში ისევ კარანტინია
18 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: ვაქცინაცია • ხონი • ჯილეხი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები