საოკუპაციო ხაზთან ვითარება უცვლელია. ამ დრომდე ტერიტორიაზე არ უშვებენ ჟურნალისტებს. რაც შეეხება ადგილობრივებს, წითელუბნისა და ხურვალეთის მოსახლეობა მოსავლის აღებას დღეიდან შეძლებს. ადგილობრივების უსაფრთხოებაზე ქართველი სამართალდამცავები იზრუნებენ. შეგახსენებთ, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევის შემდეგ 45 ჰექტარი საზღვრის იქეთ მოექცა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებდნენ.
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებლები მოსავლის აღებას შეძლებენ
19 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: მოსავალი • ოკუპაცია • საქართველო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები