ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მცოცავი ოკუპაცია ქუთაისში აქციით გააპროტესტეს

19 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მცოცავი ოკუპაცია ქუთაისში აქციით გააპროტესტეს

“მონიტორინგის ცენტრმა–მედიატორმა” რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია ქუთაისში პარლამენტის წინ გამართეს.

აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

“ჩვენს მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ამიტომ შევიკრიბეთ აქ და გავაპროტესტეთ მცოცავი ანექსია”–განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედეა კახიძემ.

აქციას “BMW Club Georgia –ქუთაის”-ის წევრები და რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

თეგები: აქციაპარლამენტიქუთაისი