სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 21 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსი (4 წელი) ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჩამონათვალში წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც არის, სადაც უფასო მიმართულებებისთვის 970 ადგილი გამოიყო. წელს 8 უნივერსიტეტში სულ 5 653 ადგილია გამოყოფილი.
სახელმწიფოს მხრიდან პროგრამულ დაფინანსებას შემდეგი უნივერსიტეტები მიიღებენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1225 ადგილი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 1 900 ადგილი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 310 ადგილი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 970 ადგილი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 460 ადგილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 200 ადგილი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 228 ადგილი; სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 360 ადგილი.
პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
აგრარული მეცნიერებანი: აგრონომია; ვეტერინარია; მეცხოველეობა; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე.
განათლება: განათლების მეცნიერებები; მასწავლებლის განათლება.
ინჟინერია: საინჟინრო ფიზიკა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მშენებლობა; აგროინჟინერია.
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია, ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები: ეკონომიკა.
ჰუმანიტარული მეცნიერებანი: ისტორია; ფილოლოგია; ფილოსოფია.
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: არქიტექტურა; არქეოლოგია.
პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.