ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ქალაქის მერიამ ახალი კარდიოგრაფები გადასცა. ახალი კარდიოგრაფებით ცენტრის ათივე ეკიპაჟი აღიჭურვება. სასწრაფო დახმარების ცენტრში კარდიოგრაფების დეფიციტი იყო. კარდიოგრაფები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სასწარფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს თეიმურაზ ხარაშვილს პირადად გადასცა. ახალი კარდიოგრაფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა. პროცესის ორგანიზებას ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრი ახალი კარდიოგრაფებით აღიჭურვა
21 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: მერია • სასწრაფო დახმარება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები