შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბიზნეს სექტორში 5%–ით მეტი ქალია დასაქმებული

21 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 47

ქუთაისში ბიზნეს სექტორში 5%–ით მეტი ქალია დასაქმებული

შუალედური კველევის პრეზენტაცია მერიაში გაიმართა.

მერიაში გამართული პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ ქუთაისში დასაქმებულთაგან 55% ქალია, ხოლო მამაკაცი 45%. რაც შეეხება დასაქმებული ქალების ცალკე პროცენტულ მაჩვენებლებს აღმოჩნდა, რომ 10% წარმოებაშია დასაქმებული, 44%– ვაჭრობაში, ხოლო 46%- მომსახურეობის სფეროში. მამაკაცებიდან ვაჭრობის სფეროში დასაქმებულია 31%, წარმოება- 23%, ხოლო მომსახურეობის სფეროში 46. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მომავალი სამი წლის განმავლობაში აპირებენ თუ არა ბიზნესსუბიექტები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას. “83-მა თავი შეიკავა კითხვაზე პასუხს გაცემისგან, 1% არაფერი აქვს დაგეგმილი, ხოლო 16% გეგმავს საკუთარ სფეროში სიახლეების დაგეგმვას”, – აღნიშნა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კდიაშვილმა.

თეგები: დასაქმებაკაცებიქალები