ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია

22 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 33

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია

პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია. პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა, ამიტომ წინააღმდეგი არავინ წასულა.
გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 6 წლის ვადითაა დამტკიცებული. ახალი სტრუქტურა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

თეგები: გომელაურიპარლამენტისახემწიფო უსაფთხოება