შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2015 წელს 11 452 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

24 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 28

2015 წელს 11 452 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 11 452 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% – არა- სამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პი-რის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ა.წ. მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტე-ბის რაოდენობა 4.8%-ით შემცირდა: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა.

აპრილ-ივნისში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (6 249 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (4 461 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.0%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 93.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 336 კოოპერატივი, 335 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 40 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 24 სააქციო საზოგადოება, 3-3 უცხოური არასამე-წარმეო იურიდიული პირის ფილიალი და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

თეგები: ბიზნესიმონაცემებისაჯარო რეესტრი