სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ელექტრო ენერგია 11 000 აბონენტს შეეზღუდება

24 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში ელექტრო ენერგია 11 000 აბონენტს შეეზღუდება

24 ივლისს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ელექტრო ენერგია დაახლოებით 11000 აბონენტს შეეზღუდება.

ქვესადგურიდან “ავტოქარხანა” ელექტროენერგია მიეწოდება ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში შემავალ ქუჩებს: ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის, ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (ე.წ. აგარაკების დასახლება) და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ ობიექტებს. მათ შორის ქუთაისის N2 საპყრობილეს, ო.ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას და სხვა საწარმოებს. აღნიშნული მომხმარებლები წინასწარ არიან გაფრთხილებული მოსალოდნელი გამორთვის შესახებ.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

თეგები: აბონიმენტიავტოქარხანაელექტროენერგია