“ნიუპრესი” აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერზე ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი თევდორაძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ. ყოფილ მერს ჰყავს მეუღლე მაკა ხეცურიანი და შვილები: კონსტანტინე და ტატა თევდორაძეები. გიორგი თევდორაძე ფლობს ერთ საცხოვრებელ ფართს საქართველო, ქუთაისი, ჭავჭავაძის 59/10, ფართობი – 104.00 კვ.მ ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს.ჰყავს ორი მსუბუქი ავტომობილი. გიორგი თევდორაძე მსუბუქი ავტომანქანა “მერსედესი” მლ 320 2001 lom 792 მაკა ხეცურიანი მსუბუქი ავტომანქანა toyota vitz bxb808 რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშით: მაკა ხეცურიანსა და გიორგი თევდორაძეს ,,ვი–თი–ბი ბანკი’ სახელფასო ანგარიშები აქვთ გახსნილი.
რა ქონებას ფლობს გიორგი თევდორაძე
25 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 29
“ნიუპრესი” აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.
თეგები: გია თევდორაძე • მერია • ქონება
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები