სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გიმნაზიელ გოგონას” კალათი მოპარეს (ფოტო)

27 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“გიმნაზიელ გოგონას” კალათი მოპარეს (ფოტო)

ქუთაისში, მეასამე სკოლის წინ მდებარე “გიმნაზიელი გოგონას” ქანდაკებას კალათი მოპარეს. “გიმნაზისტკა” ძარცვის ობიექტი მეორედ გახდა. ქანდაკების საზეიმო ვითარებაში გახსნიდან რამდენიმე დღეში გოგონა გვირილის გარეშე დარჩა. გვირილებიანი გოგონას ქანდაკებას უკავშირდება ორმაისობის დღესასწაული, რის აღსანიშნავადაც 2013 წელს გოგონას ქანდაკება გახსნეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის განცხადებით, მომხდარი ფაქტის მოკვლევა და დამნაშავის კანონშესაბამისად დასჯა მოხდება.

თეგები: გვირილობაქანდაკებაქუთაისი