შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია 314 ბენეფიციარს ურეკში დაასვენებს

27 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

ქუთაისის მერია 314 ბენეფიციარს ურეკში დაასვენებს

სოციალური სამსახურის პროექტში შშმ პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულნი და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები შედიან.

ქუთაისის მერია ურეკში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს საზაფხულოდ ასვენებს. ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე კურორტულ სამკურნალო სარეაბილიტაციო მომსახურებას ახორციელებს. ათ-ათი დღით 314 ბენეფიციარი ურეკში ზაფხულის განმავლობაში ისვენებს. ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიცარები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულები და მათი მომვლელები, ასევე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოცილაურად დაუცველი ოჯახის წევრები.

დასვენების კურსი სულ ოთხ ეტაპად განხორციელდება.

თეგები: პროექტიურეკიქუთაისი