28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვიის ორგანიზაციისთვის ეს დღე ვირუსის და მისგან გამოწვეული დაავადებების მიმართ ცნობიერების გაზრდის ინსტრუმენტია.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ. რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა C ჰეპატიტზე უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10 საათიდან 5 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო. პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 240 მილიონი ქრონიკულად დავაადებულია B ჰეპატიტით, ხოლო 150 მილიონზე მეტი ჰეპატიტი C ვირუსის მატარებელია.
იმერეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია დაიწყო
28 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: იმერეთი • სკრინიგ აქცია • ჰეპატიტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები