თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილმა (50 კგ-მდე) მიიღო.
კახნიაშვილმა ჩეხი დავით ვოპატი დაამარცხა. ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯერ იუკო აუღო მეტოქეს, შემდეგ კი ბოლო წამებზე კონტრილეთით, ვაზარით გაიმარჯვა.
დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენი გუნდიდან 55 კგ-ში თემურ ნოზაძე იბრძოლებს.
ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა მოუტანა
28 ივლისი, 2015 • ნიუპრესი • 82
ზურაბ კახნიაშვილმა (50 კგ-მდე) ჩეხი დავით ვოპატი დაამარცხა.
თეგები: ზურაბ კახნიაშვილი • მედალი • ოლიმპიადა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები