შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბულვარში ხეებს ჭრიან

29 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 25

ბულვარში ხეებს ჭრიან

ხეებს მერიის “სპეციალური სერვისების” ააიპი ჭრის.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ხეებს ჭრიან. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული “სპეციალური სერვისების” სამსახური ატარებს. სამსახურის წარმომადგენელის, ავთანდილ რობაქიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამხმარ ხეებს ჭრიან: “მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვჭრით გამხმარ ხეებს, რომ აქ ქარის ან ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული ხე არ წაიქცეს და ვინმე არ დააზარალოს”,-განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, წვიმის დროს, ბულვარში ხე წაიქცა.

თეგები: უსაფრთხოქუთაისიხე